Sunday, October 11, 2009

სამყარო ჩვენს ირგვლივ

1. პროექტის სახელი: ”სამყარო ჩვენს ირგვლივ”
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ და აღწერენ თავიანთი რაიონის ბუნებრივ მრავალფეროვნებებს;
3. პროექტის სრული აღწერა: მოზარდი თაობა შეისწავლის თავიანთი რაიონის მდებარეობას, ბიომრავალფეროვნებას,შეიმუშავებენ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებს და გამოიყენებენ მათ ცხოვრებაში. მოპოვებულ ინფორმაციებს გაუზიარებენ სხვა რაიონის მოსწავლეებს. გაუღვივდებათ ბუნებისადმი და მისი ბინადრებისადმი სიყვარული, ბუნების სიმდიდრეებისადმი ფრთხილი მოპყრობა, ჩამოუყალიბდებათ ეკოლოგიური კულტურა, შექმნიან ტექსტურ და გრაფიკულ ჩანახატებს, რომლის შინაარსიც შეიცავს ინფორმაციას ნებისმიერ ობიექტზე, რომელსაც შეისწავლის გეოგრაფია. შეიქმნება “გეოგრაფიული ზღაპარი” მოეწყობა პრეზენტაციები.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-7 - მე-10 კლასები;
5. პროექტის ვადები: 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოზიდვა, ტექსტურ და გრაფიკულ რედაქტორებში მუშაობა, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით. პრეზენტაციების მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ისტ-სთან მუშაობის, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, გაუღვივდებათ ბუნებისადმი სიყვარული, ჩამოუყალიბდებათ ეკოლოგიური და ურთიერთთანამშრომლობის კულტურა. აქტიურად იმუშავებენ ჯგუფებში, გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ბავშვებმა შეიძლება კომპიუტერზე ააწყონ ბუკლეტები, სალიდშოუები, ელექტრონული ჟურნალები. წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციებს თავიანთ რაიონში ბუნების ბინადრების შესახებ;
9. სამუშაო ენა: ქართული;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ინფორმატიკა, ბიოლოგია, ქართული. იყენებს ისტ-ის საშუალებებს, ელექტრონულ ფოსტას, ინტერნეტს ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოსთვის ასაკობრივი ჯგუფის შესატყვისი ინტერესების განხორციელების, პრობლემების გადაჭრის, სხვებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის მიზნით. ინდივიდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობს დისკუსიაში. პრობლემური თემის შესახებ თხზავს მხატვრულ ტექსტებს: ჩანახატებს, მცირე ზომის მოთხრობებს.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლია გულვერდაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: liagulverdashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment